23/01/2022
20:04
საზოგადოება
მეუფე სტეფანემ წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არავის ემხრობა და მისი პოზიცია აპოლიტიკურია.
ამასთან, მეუფე ამბობს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და ქვეყნებმა უნდა იბრძოლოს არა პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისთვის, არამედ უფალთან ადგილის დამკვიდრებისთვის.
„ჩემი პოზიცია პოლიტიკური არ არის. ჩემი პოზიცია არის ის, რომ არავინ არ არ არის მართალი, რომ ყველა ვიბრძვით რაღაცა მზის ქვეშ ადგილისთვის, მაშინ როცა უფლის წინაშე უნდა ვეცადოთ ადგილი დავიმკვიდროთ სასუფეველში, მზის ქვეშ ადგილი არის დროებითი. არც იმპერია, არც პატარა ქვეყანა არავინ არ არის თავის თავზე დამოკიდებული. არავინ არაა დაზღვეული იმისაგან, რომ საბოლოო ჯამში თავიც დაკარგოს და ქვეყანაც, ეს დიდ ქვეყნებსაც ეხება და პატარა ქვეყნებსაც. ამიტომ მე ვფიქრობ, უფლის წინაშე სინანულით ყოფნა გაცილებით ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მტრობა და ომი არ იყოს, ვიდრე ვთქვათ პოლიტიკური ხლართები და ინტრიგები.
ჩვენ როგორ უნდა მივემხროთ? ჩვენ ვიცით ვინ რას აკეთებს? ვიცით? რაღაცებს ვვარაუდობთ და ვფიქრობთ ის ასე იზამს ეს ასე იზამს. რეალურად რა ხდება არ ვიცით. იქ ვინ რას გეგმავს და აკეთებს.
რუსეთის წინააღმდეგ იქნება თუ ვის წინააღმდეგ, სულ ერთია, ის რუსეთიც ხომ ხლართავს რაღაცას. ის ამერიკაც ხლართავს და ის სხვა ქვეყნებიც და ამ ხლართებში გაბმას, ჯობია უფალთან ვიყოთ და უფალი ამას ყველაფერს გაასუფთავებს.
ეს კლიშეები ზოგადად, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის და ეს კარგად ვიცით ეს ჩვენ, მაგრამ როცა გვაწყობს ამაზე ვლაპარაკობთ, როცა გვაწყობს არ ვლაპარაკობთ.
ის რუსეთიც, ის ამერიკაც, ის ირანიც, ის თურქეთიც, ის სხვა ქვეყნებიც არ არიან თავის თავზე დამოკიდებული. უფალს როგორც უნდა ისე გადაწყდება და ჩვენ არავის ინტერესებს არ უნდა გადავყვეთ, ჩვენ ვიცით საქართველო. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრების წესი უნდა გვქონდეს ისეთი, რომლითაც ღვთის წინაშე დავიმსახურებთ იმას რომ ვიყოთ და თავისუფალი და გახარებული ქვეყანა და ამისთვის ჩვენი ზრუნვა უნდა იყოს არა იმ მიმართებით პოლიტიკურ ალიანსებთან, ან სამხედრო ალიანსებთან დავიმკვიდროთ ადგილი, უფალთან დავიმკვიდროთ უნდა ადგილი და იმით ვიბრძოლოთ. არავის არ ვემხრობი. ვემხრობი ყველას ვინც ნორმალურად ცხოვრობს და უფლის წინაშე ცდილობს რამე გააკეთოს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
0
0