28/09/2021
11:49
პოლიტიკა
როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მზადაა ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუნიძლავდეს.
„მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ბილეთის აღება ჩამოსვლას არ ნიშნავს და ჩემი საჯარო შეთავაზება ძალაშია, რომ დავუნიძლავდე „ნაციონალურ მოძრაობის“ რომელიმე წევრს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ალბათ ახლა ბილეთის ნახვის შემდეგ ზოგმა დაიჯერა და დამენიძლავებიან.
გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ ასეთი სარისკო საქმე ჩაიდინო რთულია, მგონია რომ მიხეილ სააკაშვილი სხვანაირი ადამიანია და მას ტყუილად სთხოვენ ჩამოსვლას, არ ვიცი შეიძლება ვცდები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.
0
0