14/12/2021
16:10
საზოგადოება
აკაკი მინაშვილის თქმით, მის წინა ვიზიტთან შედარებით, მესამე პრეზიდენტი გაცილებით სუსტად არის.
მინაშვილი აცხადებს, რომ ჰოსპიტალში არ არის შესაბამისი პირობები, რომელიც სააკაშვილის ტრავმის დასაძლევად ეფექტური იქნება.
„მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტად არის ვიდრე, ჩემს წინა ვიზიტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო. მიხეილ სააკაშვილის არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ. ამაზე საუბრობენ ექიმები, ამაზე საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ომბუდსმენი და ყველა.
დოკუმენტი და ანგარიში პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში. ბუნებრივია ის არის ძალიან სუსტად და ვხედავთ ექიმების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც ეფექტური იქნება იმ ტრავმის დასაძლევად, რაც მაქვს აქვს მიღებული.
დღეს კი მოვისმინეთ ექიმის განცხადება, რომ სრულფასოვან კვებაზეა გადასული, პროფესიულად ვერ შევალ ამ საკითხში, თუმცა ფაქტი შემიძლია გითხრათ მას საკვების 80% მიღება არ შეუძლია და ეს იყრება. ეს არის ფაქტი რაც შემიძლია პირდაპირ გითხრათ.
ველოდებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, ასევე ველოდებით „ემპათიის“ დასკვნას. ზოგადი შეფასებაა ასეთი, რომ საქართველოში არ არსებობს მკურნალობის იმ მექანიზმები, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ტრავმა მიაყენეს ამ ადამიანს.
ეჭვიც არ მეპარება, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა, შემდეგ კი ამის გამოქვეყნება რუსეთის დაკვეთა იყო. იმიტომ რომ რუსეთი არის დაინტერესებული შეეცადოს დაამციროს მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის ყველაზე აქტიური მებრძოლი რუსული ტირანიის წინააღმდეგ“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
0
0