17/10/2022
14:22
სამართალი
ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გრინ სერვის პლუსის" დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა, რომელიც დღეს მესამედ გამოიკითხა. მისი დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ფურცხვანიძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა დამატებითი შეკითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა, თუმცა კიდევ ერთელ განაცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანში 5 დღის წინ მომხდარი შემთხვევის მიზეზები მისთვის უცნობია. ის ამბობს, რომ შემოწმებითი სამუშაოები როგორც შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც ჩატარდა.
"შემოწმებული იყო ელექტროობა დაინსტალირების დროსაც და მერეც. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.
0
0