14/08/2024
16:01
სპორტი
„ლივერპულმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილთან პერსონალური პირობები უკვე შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„მამარდაშვილი „ლივერპულში“ სიამოვნებით გადავა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა გუნდში იჯარით 1-2 წლის გატარება მოუწევს. „ბორნმუთი“ მზადაა, მას კონტრაქტი გაუფორმოს, ხოლო ალისონის შემდეგ, ის გახდება მთავარი მეკარე“, - წერს რომანო.
მისივე ცნობით, 23 წლის მეკარის აგენტები უკვე ვალენსიაში არიან, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აქვთ ჩანიშნული.
„ჯერჯერობით, შეთანხმება არ არსებობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღესვე, ფაბრიციო რომანომ Facebook-ზე დაწერა, რომ „ლივერპული“ სერიოზულად განიხილავს შესაძლებლობას, მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ 30 მილიონ ევროზე მეტად გამოისყიდოს და იჯარით სხვა კლუბში გაუშვას. საქმე იმაშია, რომ გიორგი მამარდაშვილს არც ერთ კლუბში არ სურს გადასვლა, თუ იქ პირველი მეკარე არ იქნება, „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კი ამ სეზონზე კლუბში რჩება.
0
0