23/02/2024
14:34
ეკონომიკა
ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის, ეს მიდგომა „ლიბერთი ბანკმა“ გაიზიარა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც პენსიონერების მდგომარეობას შეამსუბუქებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე „ლიბერთი ბაკის“ ხელმძღვანელობას, გუშინ მათთან მქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა“ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო სესხებთან. დამატებითი დეტალები ზუსტდება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი“, - აღნიშნა პრემიერმა.
150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, - ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 22 თებერვალს მიიღეს,
0
0