05/01/2024
18:23
სპორტი
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ, საკუთარ სტატისტიკურ მოდელზე დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.
CIES-მა ტოპ 100 შემოგვთავაზა, რის მიხედვითაც, „კვარას“ ფასი 115.3 მილიონი ევროა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი მსოფლიოში 21-ე გახლავთ, იტალიის სერია A-ში - პირველი.
კვარაცხელიას რაფაელ ლეაუ მოჰყვება, რომელიც 114.2 მილიონადაა შეფასებული. „მილანისა“ და „ნაპოლის“ გარემარბების შემდეგ, სერია A-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესია (102.9 მილიონი), ვიქტორ ოსიმენი მეოთხე ადგილზეა - 100.5 მილიონი.
CIES-ის რეიტინგში პირველი პოზიცია ჯუდ ბელინგემს უკავია (267.5 მილიონი). მეორეზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ (251.2 მილიონი), მესამეზე ვინისიუს ჟუნიორია (250.3 მილიონი) მეოთხე - როდრიგო გოეში (247.9 მილიონი), მეხუთე - ბუკაიო საკა (223 მილიონი).
0
0