28/09/2021
13:12
პოლიტიკა
ფრანგული ჟურნალის კითხვაზე - თქვენს ქვეყანას ამ ბოლო თვეების განმავლობაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა. ეს ამოწურულია? პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს“.
„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა.
„ამ ინტეგრაციის ფორმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრო მეტად შეუძლია იყოს ევროპული“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0