„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სულადობრივ აბონენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
06/01/2022
12:25
საზოგადოება
A-
+A
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ჯივიპის“ სულადობრივი აბონენტების ერთმა ნაწილმა, რომელსაც არ ჰქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია როგორც ნოემბრის, ასევე დეკემბრის თვის დარიცხვა.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სულადობრივი აბონენტების მეორე ნაწილმა დეკემბრის თვეში მიიღო ორი ქვითარი.
„პირველ ქვითარში მათ დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში – დეკემბრის თვის გადასახადი. sms-ით მიღებულ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია დავალიანების პერიოდი და დარიცხვის თარიღი. 2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა“, – განმარტავენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.
0
0
301
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%