05/07/2023
10:24
ეკონომიკა
"5 ივლისიდან ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" იწყებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით", - წერს რუსული მედია.
თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად შესრულდება ოთხშაბათს და შაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (მოსკოვის დროით 10:00 საათზე).
ვინაიდან ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიურ დილის ფრენებს და მოსკოვიდან თბილისში მგზავრები ადგილობრივი დროით 09:50 საათზე ჩადიან (მოსკოვის დროით 08:50 საათზე), ხელმისაწვდომია ტრანზიტული ფრენები მოსკოვიდან ნიცაში - განმარტავს რუსული მედია და მკითხველს შეახსენებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი" ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინში და ლარნაკაში.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც, რომელიც უთითებს, რომ აღნიშნული ავიაკომპანია და მისი მფლობელი, უკრაინის მიერ სანქცირებულია.
0
0