25/04/2023
12:41
კულტურა
“მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია,“ - ამის შესახებ, ოსკაროსანი მსახიობი, ენ ჰეთეუეი ნუცა ბუზალაძის გამოსვლას ეხმაურება და წერს:
"ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის პარტნიორის გამო, რომელიც შურით იყო სავსე და სცადა ნუცა ჟიურის წინაშე ავტობუსის ქვეშ ჩაეგდო, მაგრამ თქვენ ძალიან გაღელვებთ ის ფაქტი, რომ ნუცა დასაძინებლად წავიდა, რადგან იფიქრა, რომ დღე დასრულებული იყო. თქვენ ვერ იტანთ მას თავისი წარმომავლობის, შეხედულებების, გამოცდილების და ბევრი რამის გამო. მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია,“ - წერს მსახიობი.
0
0