22/10/2024
12:21
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ლიბანური დაჯგუფება ამტკიცებს, რომ წარმატებული შეტევა განახორციელა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათზე“.
„ჰეზბოლაში“ ასევე აცხადებენ, რომ თანამედროვე სისტემის რაკეტებით დაბომბეს „სტელა მარისის“ საზღვაო ბაზა, რომელიც მდებარეობს ისრაელის ქალაქ ჰაიფას ჩრდილო-დასავლეთით. ლიბანური დაჯგუფების მტკიცებით, ისრაელის სამხედროებმა კონფლიქტის ესკალაციის საპასუხოდ თელ-ავივში საგანგებო ზომები გამოაცხადეს.
„ჰეზბოლას” განცხადების თანახმად, თელ ავივის გარეუბანში ასევე დაიბომბა სამხედრო დაზვერვის განყოფილება 8 200-ის გლილოტის ბაზა.
ისრაელის მედია იუწყება, რომ ლიბანიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით ხუთი, ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით კი 15 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მედია წერს, რომ ქალაქ ჰაიფას სამხრეთში, რაკეტების ნამსხვრევებმა ავტომობილები და შენობა დააზიანა.
0
0