12/11/2024
14:07
მსოფლიო
ბაქოში გაეროს ყოველწლიურ კლიმატის სამიტზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ კლიმატით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად „ხარჯები გაიღონ“ და თქვა, რომ გლობალური ტემპერატურის დესტრუქციული ზრდის შესაჩერებლად დრო იწურება. '
„კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად მსოფლიომ ფინანსები უნდა გამოყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა გადაიხდის ფასს. გესმით, საათის ტიკტიკი? ეს დროის ბოლო ათვლაა, რათა 1.5°C-მდე გლობალური ტემპერატურის მატება შევაფერხოთ, დრო კი ჩვენს მხარეს არ არის,“ - განაცხადა
როგორც ცნობილია, ევროკავშირის კოპერნიკის სახელობის კლიმტის ცვლილების სამსახურის პროგნოზით, 2024 ყველაზე ცხელ წლად გამოცხადდება. მეცნიერების თქმით, მიმდინარე წელი პირველი იქნება, რომლის დროსაც გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიულ რევოლუციამდე პერიოდის მაჩვენებელს 1.5°C-ზე მეტით გადააჭარბებს.
0
0