07/08/2024
14:06
სპორტი
პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა.
თამაშების გახსნის ცერემონიით აღშფოთებულთა საპასუხოდ, იდალგომ გამოიყენა ინგლისური უხამსი სიტყვები.
„ჯანდაბა რეაქციონერებს, ჯანდაბა ამ ულტრამემარჯვენეებს, ყველას, ვისაც სურს ჩვენი ჩათრევა ყველას წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა პარიზის მერმა და ორიგინალში სიტყვა „f*ck“ გამოიყენა.
ან იდალგოსთვის ეს არის მთელი პარიზული იდენტობა.
„არის აღფრთოვანება ამ წარმოუდგენელი ქალაქის მიმართ, რომელიც ბევრს არ ესმის, და ამავე დროს არის პარიზის სიძულვილის ორკესტრირება. რატომ? რადგან პარიზი არის ყველა თავისუფლების ქალაქი, ლგბტქი + თავშესაფარი, ქალაქი სადაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ქალაქი სადაც არის ქალი მერი, მემარცხენე, გარდა იმისა, რომ უცხოელი და ორნაციონალური წარმოშობისაა, გარდა ამისა, ფემინისტი და გარემოსდამცველი“, – განაცხადა ან იგალგომ.
0
0