21/08/2024
16:34
ეკონომიკა
„ევოლუშენ ჯორჯიამ“, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ისევ გრძელდება, 2023 წელი 13.942 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. ეს კი თითქმის 2 მლნ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით, მაშინ კომპანიის მოგება 11.961 მლნ ლარს შეადგენდა.
ცნობისათვის, „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა.
კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო შპს Evolution Malta Holding Limited, მალტა (შემდეგში „მშობელი კომპანია”) და კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი მხარე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლაივ კაზინო მომსახურებების B2B ლაივ სტრიმინგი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 2023 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები შეადგენს 124.583 მლნ ლარს, კაპიტალი - 48.157 მლნ ლარს, მთლიანი ვალდებულებები კი 76.427 მლნ ლარია.
ამასთან, 2023 წელს კომპანიამ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 201.132 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა ფინანსურ წელთან შედარებით თითქმის 30 მლნ ლარით მეტია. 2022 წელს ამ მუხლით კომპანიამ 172.662 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის დასაწყისში „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების რაოდენობა იყო 8 პირი. წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 1 067-ს მიაღწია, 2019 წლის ბოლოს 2 870 თანამშრომელი იყო, 2020 წლის ბოლოს - 3 558, ხოლო 2021 წლის ბოლოს, 5 953 თანამშრომელი ჰყავდა, 2022 წლის ბოლოს - 7 163, ხოლო 2023 წელს კომპანიაში 6 928 ადამიანი მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ. ერთი კვირის წინ, გაფიცულების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.
წყარო - bpn.ge
ცნობისთვის, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024