01/10/2021
19:20
პოლიტიკა
ვოლსკის თქმით, სააკაშვილისა და მისი პარტიის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია, და არა არჩევნების წესიერად ჩატარება.
„ეს არის პოლიტიკური დივერსია. სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია რასაკვირველია მთავარ ამოცანად რჩება და არა არჩევნების წესიერად ჩატარება. ჩამოსულები არიან დამკვირვებლები და მათ თვალში უნდა წარმოგვაჩინონ ველურ ხალხად, რომელთანაც წინასაარჩევნო პერიოდი არეულ-დარეული იყო. სააკაშვილი გათვლას აკეთებს იმ ადამიანებზე ვინც დარაზმულია იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს. სააკაშვილს ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება მას არ ემუქრება, წამება გაუპატიურება და ის რასაც ადგილი ჰქონდა მისი სადისტური მმართველობის პერიოდში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, გია ვოლსკის თქმით, მელიამ თავისი განცხადებით სააკაშვილი დაამუნათა.
„ძალიან პრიმიტიული გახდა ფორმულა, მათი ამოცანაა დესტაბილიზაცია. მელიამ ერთხელ განცხადება გააკეთა. რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მიშა სააკაშვილის ადგილზე ჩამოვიდოდა საქართველოში ანუ დაამუნათა“, - აცხადებს ვოლსკი.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.
0
0