28/09/2021
10:22
პოლიტიკა
ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებდა ზურაბიშვილი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს, პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობას სრულად გაყინული უწოდა.
„სრულიად გაყინული. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, უფრო მეტი სიმტკიცეა საჭირო, რათა საქართველოს და ქართველებს პატივი სცენ.
„სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ფრანგული ჟურნალი სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს, რომ „წარსულში ფრანგი დიპლომატისათვის, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა, პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა“.
0
0