21/12/2021
21:53
სხვადასხვა
ბავშვს სპეციალურ საფოსტო ჩანთაში სვამდნენ, ტანსაცმელზე ბეჭედს არტყამდნენ და დანიშნულების ადგილზემიჰყავდათ. მგზავრობის დროს ბავშვზე საფოსტო კურიერები ზრუნავდნენ. მოგვიანებით, ასეთი მომსახურეობა აიკრძალა, მაგრამ მანამდე ფოსტამ რამდენიმე ბავშვის ნათესავებთან ჩაყვანა მოასწრო.
1913 წელსშეერთებულშტატებში მიიღეს „კანონი ფოსტის შესახებ“, რომელიცქვეყნისეკონომიკისთვის შესანიშნავი სტიმული გახდა. კანონის ამოქმედების შემდეგ ამერიკელებს შეეძლოთ საკვები, ტანსაცმელი, სიგარეტი, მედიკამენტები და სხვა პროდუქტები ფოსტით მიეღოთ. ყველაზე მოსახერხებელი ის იყო, რომ კურიერებს ამანათები შემკვეთის სახლამდე მიჰქონდათ, თუმცა კანონმდებლებმა ყველა წვრილმანი ვერ გათვალეს..
ფოსტავალდებულებას იღებდა, რომ ჩვეულებრივის გარდა, 50 ფუნტამდე (22,68 კგ) წონის „ცოცხალი ამანათების“ მიწოდება უზრუნველეყო.ესსოფლად მცხოვრებთა ხელშეწყობის მიზნით გაკეთდა, რომ ერთი დასახლებიდან მეორეში ფრინველის გაგზავნა მოეხერხებინათ, თუმცა, პირობებიპატარაბავშვებისთვისაც შესაფერისი აღმოჩნდა.
1913 წლის იანვარში, ოჰაიოში მცხოვრებმა მისტერ და მისის ბოჯებმა ლუის ბოჯს ფოსტითამანათი გაუგზავნეს, რაც15 ცენტიდაუჯდათ. ამასთან, ტვირთი 50 დოლარადიყო დაზღვეული. ამანათში ლუი ბოჯის შვილიშვილი აღმოჩნდა - მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ფოსტით გაგზავნა უფრო იაფი დაუჯდებოდათ, ვიდრე მასთან ერთად გამგზავრება.
ეს იყო ფოსტით გაგზავნილი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ბავშვი. 1913 წლის 27 იანვარს, პენსილვანიაში მცხოვრებმა მისტერ და მისის სავისებმა პატარა შვილი ფოსტით იმავე შტატში, ჯეიმს ბაიერლისთან გააგზავნეს, რაც 45 ცენტი დაუჯდათ.
1914 წლის 19 თებერვალს, აიდაჰოში მცხოვრები ხუთი წლის მეი პერსტორფის მშობლებმა გოგონა ფოსტით ბებიასთან გააგზავნეს, რომელიც 73 მილის მოშორებით, ორეგონას შტატში ცხოვრობდა. გოგონა დადგენილზე ნაკლებს იწონიდა, ამიტომ მშობლებმა ამანათი ქათმის ტარიფით გააგზავნეს და 53 ცენტიგადაიხადეს.
1914 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურის უფროსმა, გენერალმა ალბერტ სიდნი ბურლისონმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ბავშვების ამანათით გაგავნას კრძალავდა, თუმცა მშობლები ამან ვერ შეაჩერა.1915 წელი ბავშვთა გადაზიდვის რაოდენობით რეკორდული გახლდათ.
სავარაუდოდ, ბავშვის ფოსტით გაგზავნის უკანასკნელი შემთხვევა სამი წლის მოდ სმიტს უკავშირდება. გოგონა ბებიამ და ბაბუამ დედას - სელინ სმიტს ფოსტით დაუბრუნეს დაამ შემთხვევის გამო გამოძიება დაიწყო. 1920 წლის 13 ივნისს საფოსტო ადმინისტრაციამ ბავშვების ფოსტით გაგზავნა სასტიკად აკრძალა და მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024