12/11/2024
22:49
სპორტი
გიორგი გულიაშვილით „ბოლონიას“ დაინტერესებაზე ბოსნიური გამოცემა fks.zone-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც იტალიის სერია A-ს კლუბმა „სარაევოს“ კონკრეტული შეთავაზება გაუგზავნა.
„ბოლონიამ“ „სარაევოს“ გულიაშვილის ტრანსფერზე ახალი შეთავაზებით მიმართა, იტალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არიან 4,7 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინას ლიგის ახალი რეკორდი. მოლაპარაკება გახსნილია, მაგრამ ჯერ მხარეები არ შეთანხმებულან“, – ამტკიცებს ბოსნიური გამოცემა.
თბილისის „იბერიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბოსნია-ჰერცეგოვინის „სარაევოში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა. ერთი სეზონი იჯარით ამავე ქვეყნის მოსტარის „ველეჟში“ გაატარა და ზაფხულში „სარაევოში“ დაბრუნდა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოსნიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩატარა, 10 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოქტომბერში გიორგი ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია.
0
0