23/02/2022
14:53
მსოფლიო
მისი თქმით, პუტინი ახლა უკრაინის სრულად დაუფლების შესაძლებლობას ხედავს.
„რაც ხდება არის კატასტროფა, უკრაინის მაგალითი, ავღანეთიდან ჯარების გაყვანასთან ერთად, ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პუტინს ტელევიზორის ეკრანიდან ვუყურებდი და ვთქვი: იგი გენიოსია. პუტინი უკრაინის დიდ ნაწილს დამოუკიდებლად აცხადებს. ოჰ, ეს ხომ მშვენიერია.
ასე რომ, პუტინი ახლა ამბობს: ეს ტერიტორია დამოუკიდებელია, უკრაინის დიდი ნაწილი. როგორი ჭკვიანია - იგი შეიჭრება და იქნება მშვიდობისმყოფელი. ეს არის ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალა - გავრცელებულ კადრებში იმაზე მეტი არმიის ტანკი იყო, ვიდრე ოდესმე მინახავს. პუტინი ძალიან ჭკვიანია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან, ძალიან კარგად.
სხვათა შორის, ეს ჩვენს დროს არასდროს მოხდებოდა. თანამდებობაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთი სცენარის განვითარებას არც კი წარმოვიდგენდი. მაგრამ აი, პუტინი ამბობს, თქვენ იცით, მე გამოვაცხადებ უკრაინის დიდ ნაწილს დამოუკიდებლად და იცით, რა იყო ბაიდენის პასუხი? არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ეს ძალიან სამწუხაროა. ბაიდენის ნაბიჯები ხუმრობაა იმასთან შედარებით, რასაც მეორე მხარე აკეთებს. ის აგზავნის 3 000 ჯარისკაცს აღმოსავლეთ ევროპაში, 3 000-ს, ისინი ასე ცუდად ექცევიან უკრაინას. პარალელურად რუსეთი ძალიან მდიდრდება, რადგან ნავთობის ფასი ძალიან გაიზარდა და ეს მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.
პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი. მშვენივრად ვმეგობრობდი მასთან. მე ის მომწონდა. მას აქვს დიდი ხიბლი და დიდი სიამაყე. მაგრამ, ისე, მას უყვარს თავისი ქვეყანა. ვიცოდი, რომ მას ყოველთვის სურდა უკრაინა. მე მას ველაპარაკებოდი ამაზე. ვეუბნებოდი: თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაგრამ ვხედავდი, რომ მას ეს სურდა. ამ თემაზე დიდხანს ვსაუბრობდით. ვფიქრობ, ალბათ არავინ იცნობს მას უკეთესად იმ დისკუსიების კუთხით, რომელიც ჩვენ გვქონდა. იგი ახლა უკრაინის დაუფლების შესაძლებლობას ხედავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0