04/10/2022
20:44
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონი“ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს. კომპლექსი ზემო ხოდაშენში, „ბადაგონის“ მეღვინეობის მიმდებარედ აშენდება და ტაძარი, დასრულებული სახით საპატრიარქოს გადაეცემა.
2006 წელს, როდესაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ალავერდის ეპარქია მოილოცა და „ბადაგონის“ მეღვინეობა მოინახულა,სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ბადაგონის სავენახე სივრცეში ტაძრის აგების იდეა გაჩნდა. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაფინანსება საკუთარ თავზე, „ბადაგონის მეღვინეობამ“ აიღო და შეიქმნა ტაძრის პროექტი.
მამა დავით, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, საფუძველი ჩაეყარა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის მშენებელობას.
ტაძრის საძირკველი 3 ოქტომბერს, მეუფე დავით, აბბა ალავერდელის მიერ იკურთხა.
ტაძარი სამნავიანი იქნება, ორი ტრაპეზით: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის და დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას სახელობის.
ალავერდის ეპარქიასთან, „ბადაგონს“ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ, ბადაგონის დაფინანსებით მოხდა, ალავერდის მონასტრის რეაბილიტაცია, აღდგა და ამოქმედდა, მონასტრის 11-ე საუკუნის ისტორიული მარანი. მოხდა, დავიწყებას მიცემული, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიური წესის აღდგენა. ასევე, ალავერდის მამათა მონასტრის სიძველეთსაცავის აღდგენა - განახლება. მონასტრის მიმდებარედ, მაწვნის სახლის რეაბილიტაცია. ამოქმედდა, ქვევრის სკოლა -აკადემია იყალთოში და შეიქმნა ვიზიტორთა მართვის ცენტრი "შუამთის კარიბჭე".
0
0