28/12/2022
15:24
ბადაგონი
„რატომ მოგვწონს „ბადაგონი“- ამის სამი უმთავრესი მიზეზია- ადგილობრივი წარმოების განვითარება, ადგილობრივი დასაქმება და ექსპორტი... საქართველოს სახის წარმოჩენა უცხოეთში. „ბადაგონი“ ამის კარგი მაგალითია, თუ როგორ წარმოაჩენს საქართველოს ძალიან ბევრ ბაზარზე, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნშვნელოვანია“,- ასე შეაფასა „თიბისის“ წარმომადგენელმა ლევან შავკაციშვილმა ღვინის კომპანია „ბადაგონის“ საქმიანობა.
ლევან შავკაციშვილი და “ბიემჯის“ რედაქტორი, „ფორბს ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე, „თიბისის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბადაგონის“ მეღვინეობას სტუმრობდნენ. მათ უმასპინძლა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ.
გოგი სალაყაიამ სტუმრებს „ბადაგონის“ სამუშაო სივრცე და ღვინის წარმოების პროცესი დაათვალიერებინა. სტუმრები ცქრიალა ღვინის წარმოების პროცესს გაეცნენ და ღვინის მარანიც დაათვალიერეს.
რაც შეეხება „ბადაგონის“ თიბისი-სთან თანამშრომლობას, ბადაგონის დამფუძნებლის თქმით, სწორედ თიბისია ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელთანაც „ბადაგონი“ დღემდე თანამშრომლობს.
თიბისის წარმომადგენელმა ლევან შავკაციშვილმაც აღნიშნა, რომ „ბადაგონისა“ და „თიბისის“ პარტნიორობა უკვე 20 წელს ითვლის და დასძინა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ეს წელი, მათი პარტნიორებისთვის საინტერესო იყო.
„ამ სექტორს ჩვენ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ეს წელი საინტერესო იყო, დაიწყო ცოტა სირთულეებით, იყო ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, ყველა გამოწვევაში ახალი შესაძლებლობა ჩნდება და მგონი, ქართულ ღვინის კომპანიებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რომ ახალ ბაზრებზე პოზიციები მოეძლიერებინათ, „ბადაგონი“ ამის კარგი მაგალითია. „ბადაგონმა“ ბოლო 12-24 თვის პერიოდში, ქართულ ბაზარზე პოზიციები გაზარდა და გაყიდვების წილი გააორმაგა. რაც შეეხება ექსპორტს, გაზრდილია გაყიდვები ევროპულ ქვეყნებშიც-პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიაში და ასევე ყაზახეთში, რომელიც ძალიან მზარდი ბაზარია. ეს, ჩვენი ქვეყნისთვის და კომპანიებისთვის ძალიან კარგია“- განაცხადა შავკაციშვილმა.
გოგი სალაყაიას თქმით, „ბადაგონისთვის“ ეს წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ფრანკფურტის მასშტაბურ ფესტივალზე, სადაც 13 000-მდე ღვინის კომპანია მონაწილეობდა, „ბადაგონის“ ცქრიალა ღვინო „ბრუტი“ ოქროს მედალით დაჯილდოვდა.
„ეს წელი იყო მნიშვნელოვანი „ბრუტისთვის“, ვინაიდან ფრანკფურტის ძალიან დიდ ფესტივალზე, სადაც მონაწილეობდა დაახლოებით 13 000- მდე შამპანური და ცქრიალა ღვინო, დიდი ოქროს მედალი აიღო ჩვენმა „ბრუტმა“. ასეთი დიდი წარმატება ქართული ცქრიალა ღვინის ისტორიაში, პირველი შემთვხევაა“ - განაცხადა გოგი სალაყაიამ.
რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, „ბადაგონის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან კომანიამ, ურთულესი პერიოდი გაიარა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული და ეს სირთულეები, დღესდრეობით, გადალახულია და ჩინეთთან თანამშრომლობა, პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა.
„ბადაგონის“ მეღვინეობაში სტუმრობა და „თიბისისა“ და „ბადაგონის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისტორია, იხილეთ „ბიემჯის“ სიუჟეტში.
0
0