26/07/2023
15:35
სპორტი
ყაზახურ კლუბ „აქტობეს“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენციების ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოში გაფრენისას, პრობლემა შეექმნა.
ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა ეხება ბორტს, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციების ქვეშ იმყოფება.
„ქართული მხარე არ იძლევა ნებას, მიიღოს ჩარტერული რეისი აქტობედან“ - წერს ვებგვერდი meta-ratings.kz.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიზაზე უარი უთხრეს აქტობეს ივუარელ თავდამსხმელს ანდერსონ ნიანბოსაც. როგორც საქართველოს პირველი არხი ტორპედოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ბელგიაში ბინადრობის ნებართვას ვადა ამოეწურა და ივუარის პასპორტზე ვიზის აღებას დრო სჭირდება.
„ტორპედომ“ უარყო ინფორმაცია, რომ „აქტობესთან“ მატჩი გადაიდო.
საქართველოს ოფიციალური უწყებები ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. „ეხო კავკაზამ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან კომენტარი მოითხოვა, თუმცა ამ ამბების გამოქვეყნების მომენტში არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს” 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.
0
0