30/10/2021
11:02
საზოგადოება
"ცხოვრება საინტერესოა... ადამიანებს გვაქვს გარკვეული ნორმები და წესები, რითაც ვარეგულირებთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის ინტერესებს, ასევე არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის საუბრის დრო, როდის თავშეკავების და ზოგადად რა როგორ ხდება ელემენტარული ნორმები.
მითუმეტეს როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს. ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან. ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში.
სულ რომ უყვარდეს ადამიანს ეგ სპორტსმენი და გულშემატკივრობდეს, ელემენტარულად თუ აზროვნებ კითხვები უნდა გაგიჩნდეს, რომ რამდენად ცუდი ტიპია და რამდენად საეჭვოა მისი კეთილსინდისიერება როდესაც ადამიანს თუკი სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა და სხვადასხვა ადამიანებთან, სულ სხვა ერთმანეთთან კავშირში არ მყოფ საქმეებზე აქ დავა.
ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ამ თემების განხილვისას და არ მჯერა და მასეთი მიდგომები აქ ძალას კარგავს, 1 საქმის კარგი არ გჯერა, მაგრამ არაფრის არ მჯერა რას ნიშნავს?! ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია, რომ ვინმესი ბრმად ირწმუნო და არაფრის არ გჯეროდეს, ვითომ ანგელოზია ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია - ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს.
შენ კი იდგე და გაიძახეე, იიიიი არ მჯერაა. ადამიანები ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ მეტი გონიერებით და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენს გარშემო. არ ვიცი მე ესენი ევროპისკენ მიდიან თუ ზიმბამბვესკენ იმიტომ რომ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის პროცესებიც მიმდინარეობს და 4 სხვადასხვა დავა აქ სხვადასხვა ადამინებთან ამჟამად, პიარკამპანიაში ჩართეს და საარჩევნოდ იყენებენ.
ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიქაროს, მითუმეტეს თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ. ცოცხები ცოცხებიო რომ გაიძახით, ჩოგნები ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ. ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე" - დაწერა სოციალურ ქსელში ნეკა დოროყაშვილმა.
0
0