17/02/2024
18:49
სამხედრო
სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული თავდაცვის აკადემია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს არის დეზინფორმაცია აკადემიის დისკრედიტაციის მიზნით.
„საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ხორციელდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება დროშის დაშვება ან სრულად ჩამოხსნა.
პირველი: დროშის დაწევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად გამოცხადებულია გლოვის დღეები.
მეორე: ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროშის ფლაგშტოკის დაზიანება ან თვითონ დროშის დაზიანება, ვინაიდან მიწის ზედაპირიდან დროშის სიმაღლე შეადგენს 50 მეტრს“,- ნათქვამია განცხადებაში.
0
0