20/08/2024
11:09
კულტურა
ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლი…- ამის შესახებ ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს:
“შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნად ჟღერს, მაგრამ მომიტევეთ, რომ ვამაყობ ჩემი პოზიციით და შეხედულებებით… სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც…
მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლი…
მაქვს დაშვებული შეცდომებიც, რომელსაც გულწრფელად ვნანობ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც მსურს ყოველმხრივ საუკეთესო! მიყვარს ჩვენი საქართველო
პატივისცემით, თქვენი “ეგრეთწოდებული” ნიკოლოზ რაჭველი (ცოტა ხნის წინ და საჯაროდ სწორედ ასე მომიხსენია საქართველოს ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა!)
P.S. ხვალ ნინო ქათამაძესთან და ჯგუფ “ინსაითთან” ერთად (ომის დაწყებიდან პირადად მე უკვე მეცამეტედ) უკრაინაში მივემგზავრები, მათ შორის მესამეჯერ მათი შესანიშნავი და გაუტეხელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასაკრავად და სადირიჟოროდ!!!!!” . - წერს რაჭველი.
0
0