06/01/2022
15:24
პოლიტიკა
„მე საერთოდ არ მომწონს ასეთი რაღაცები. ეს არის უცნაური წარმოდგენა სამართლიანობაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ან ლიდერმა პარტიამ შეიძლება, გადაწყვიტოს, ვინ უფრო აპრიორი დამნაშავეა. რა გამოვიდა, ოპოზიცია რომ მოვიდეს ძალაუფლებაში, მაშინ რა, ამ ხალხს დავსჯით გარანტირებულად, ისე, რომ სასამართლოსაც არ მოვაწყობთ? ეს რაზე მიუთითებს და როგორი აღქმა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ასეთ შავ სიებს აკეთებენ… მე შეიძლება, ბევრი ადამიანი არ მომწონდეს, მაგრამ იმის მტკიცება, ეს ადამიანი ყოველთვის დამნაშავე იქნება და ასეთი ადამიანი წესიერ მოპყრობასაც კი არ იმსახურებს, ეს თავად დანაშაულია. არათუ არ ვემხრობი ამ ინიციატივას, არამედ ძალიან დიდი შეცდომაა პოლიტიკურიც და ადამიანურიც“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა №12 რუსთავის ციხიდან მორიგი მიმართვას გაავრცელა, სადაც ნათქვამია: გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა “შავი სიის” იდეას
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024