21/03/2023
17:56
ტურიზმი
პოპულარული გერმანული გამოცემა BILD-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს.
სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.
„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი – ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე ოთხი საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“, – წერს BILD-ი საქართველოს შესახებ.
სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ.
BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram, ჯამში, 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
0
0