17/03/2024
10:27
კონფლიქტები
რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს “სამხრეთ ოსეთი” მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილავს. ამის შესახებ რუსულ მედიას ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ალბოროვმა განუცხადა.
“ყველა ამ საკითხს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და შეთანხმებების გათვალისწინებიტ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით განვიხილავთ”, - განაცხადა ალბოროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ.
“როცა ჩვენ ამ ერთობლივად მივალთ ამ აზრამდე (რუსეთთან მიერთება), ჩვენ ამას გავაკეთებთ” - დაასკვნა დე ფაქტო სპიკერმა.
2023 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და ე.წ. პარლამენტისადმი მიმართვაში “რესპუბლიკის” რუსეთის შემადგენლობაში მალე შესვლის იმედი გამოთქვა.
მანამდე, 2022 წელს, იმჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საპრეზიდენტო ვადის მიწურულს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, 2022 წლის 13 მაისს გაიმართებოდა რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე.
თუმცა, გადაწვეტილების გამოცხადებიდან მალევე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრომა ალან ჯიოევმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც, რომელმაც რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ გეგმავს “რესპუბლიკის” მიერთებისთვის რაიმე ნაბიჯების გადადგმას.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024