25/06/2023
20:15
კულტურა
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს:
"არ მესმის რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?!
მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე, ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. შენ წარმატებასთან კი ახლოს არ ჩაუვლიათ.
ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მხოლოდ შურით,ბოღმით არის სავსე. ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს და ისეთს, როგორიც შენ ხარ!
მიყვარხარ ძალიან და ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო ნიჭიერო გოგო!❤️🙏” – ნათქვამია პოსტში.
როგორც ცნობილია, კრიტიკის გამო, ნუცა ბუზალაძემ, გულშემატკივრებს ბოდიში გუშინ მოუხადა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც, თუ ვისი დაბადების დღე აღინიშნა მოსკოვში, რომელიც სკანდალურადაც შეფასდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024