22/09/2023
09:17
ეკონომიკა
ნებისმიერი ქვეყნისთვის, როდესაც მას აქვს პრეტენზია, რომ ის არის სახელმწიფო და არა უბრალოდ ქვეყანა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარ კანონს - ეს არის კონსტიტუცია, - ამის შესახებ პროფესორმა, ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცდილობენ, რომ კონსტიტუცია დაცული იყოს.
„გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, გამომდინარეობდა იქიდან, რომ ის რეგულირება, რომელიც იყო სანქციებთან დაკავშირებით, უნდა მოსულიყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარია, ქვეყანა არ გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. თუ გავა, მერე ძალიან რთულია შემოტრიალება“, - აღნიშნა პაპავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.
0
0