10/11/2023
23:50
კულტურა
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
"გამოქვეყნდა 2024 წლის "გრემის" დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“ მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის ივან ლინსის ალბომი “My Heart Speaks” რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა!
ვულოცავთ ამ აღიარებას თითოეულ ორკესტრანს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს, დაველოდოთ გრემის დაჯილდოვების საბოლოო შედეგების გამოცხადებას!" - წერია განცხადებაში.
კახი კანდელაკი კი სოციალლურ ქსელში წერს:
სულ ახალი უმაგრესი ამბები ამერიკიდან!!!
დღეს, რამოდენიმე საათის წინ დაიდო გრემის ნომინაციების სია და მაესტრო ვატო კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრი ნომინაციაშია!!!
პირველად საქართველოს ისტორიაში!!! გილოცავ, Djansug Kakhidze International Music Festival Teka Kakhidze Catherine Mayer
სასწაული ამბავია!!! ეს ალბომი მოისმინეთ, მართლა ღირსია!
IVAN LINS with Tbilisi Symphonic Orchestra & special guest: Dianne Reeves, Randy Brecker, Jane Monheit 👍👍👍
0
0