17/05/2023
21:27
სპორტი
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “კოკა-კოლასა” და “ნაპოლის" შორის არსებულ განხეთქილებაზე წერს:
“ნაპოლის” პროტესტი თემურ ჭყონიას – გაყიდვიდან ამოიღე “კოკა-კოლას” ბოთლები ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით. კვარას გამოსახულებაზე უფლებებს მხოლოდ “ნაპოლი” ფლობს.
ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშაონ.
21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. “კოკა-კოლამ” ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა.” - დაწერა აბაშიძემ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. "კოკა-კოლა" ეროვნული ნაკრებისა და ხსენებული ტურნირის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა. თუმცა, ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშავონ, რის გამოც კონფლიქტები არაერთხელ გვინახავს.
Goal.ge-ს თანახმად, "ნაპოლიმ" პროტესტი უკვე გამოთქვა, რის გამოც შესაძლოა, "კოკა კოლას" ბოთლები კვარაცხელიას გამოსახულებით ვეღარ ვიხილოთ.
შეგახსენეთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება, ჯგუფში კი ბელგიელები და ნიდერლანდელებიც არიან.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024