“ნაცმოძრაობის” შეხვედრიდან მეტს მოველოდი – აღმოჩნდა, ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება - იაგო ხვიჩია
11/01/2022
11:20
პოლიტიკა
A-
+A
„ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ შეხვედრიდან. აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველა კარგი ადამიანია, ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა მაშინ არჩევნების წაგება, მარტო ის წავიდა და ასე გამოვიდა.” – ასე აფასებს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია “ნაცმოძრაობის” პოლიტიკუი საბჭოს გადაწყვეტილებას.
მეტი მოლოდინი უკავშირდებოდა ვიღაც ახალი ადამიანის წარდგენას, ძველების გაშვებას, ვინმესგან პასუხისმგებლობის აღებას ან მოგებაზე ან წაგებაზე. რასაც ამ დროს ელოდებიან ხოლმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის მმართველი ორგანოს თავმჯოდმარე კობა ნაყოფია გახდა. აღმასრულებელი მდივნი პეტრე ცისკარიშვილი.
პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კი, თბილისის ორგანიზაციასაც უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაალ უდუმაშვილი იყო.
0
0
314
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%