12/08/2024
18:01
სამართალი
“გიპოვეთ, მაგრამ ცოცხალი ვეღარ… შენ ჩვენი პატარა ზახარა ხარ… რატოომ ღმერთო რატომ,..მოგვიკლეს შენი თავი???თუ მართლა შენ ჩამოიხრჩე თავი,არ მჯერა, სულ მემახსოვრები,ძალიან გვატკინე ყველას“ - ტრგედია მოხდა გურჯაანში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, სასაფლაოებთან, ხეზე, 18 წლის ახალგაზრდის ცხედარს მიაკვლიეს. თანასოფლელები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ…
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, სოფლის მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იდგა საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა…
სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი ხილის ბიზნესით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.
თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
0
0