24/02/2022
10:19
მსოფლიო
როგორც სიენენი იტობინება, ამ წუთებში, უკრაინის ყველა დიდ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ჩამოთვლილია ეს ქალაქებიც: კიევი, ხარკოვი, კრამატორსკი, დნეპრი, ოდესა, მარიუპოლი, ოდესა ზაპოროჟიე.
როგორც სიენენეის ჟურნალისტი წერს, უკრაინის შემოგარენში, დაახლოებით 80 კილომეტრში, მათ ესმით ხმები, რომელიც ჰგავს საარტირელიო ცეცხლის გახსნას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ.
” არსებული გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.
მისი თქმით, ნატო ყოველწლიურად „უცერემონიოდ ქმნის ფუნდამენტურ საფრთხეებს, ფართოვდება აღმოსავლეთით და სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან აახლოებს.“
0
0