28/09/2023
16:38
კულტურა
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის “იარე, ლიზას” ირგვლივ აჟიოტაჟი გრძელდება. ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაბრაზება გამოიწვია. გუშინ კინოთეატრ “ამირანში” ფილმი შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა.
“მეტრონომმა” ფილმში მონაწილე მსახიობ ალექსანდრე ბეგალიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. როგორც მან აღნიშნა, ეს თემა არის პოლიტიკური და ყველაფრის მიზეზი ქოცების და ნაცების ერთმანეთის მიმართ ზიზღია.
– კითხვაზე არის თუ არა ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად წარმოჩენილები მან უპასუხა, რომ ასე თვლის ის კატეგორია, რომელსაც ფილმი ნანახი არ აქვს.
“ასე თვლის ის კატეგორია, რომელსაც ფილმი ნანახი არ აქვს. ჯერ ფილმი ნახონ და შემდეგ ისაუბრონ. მე ვნახე ფილმი და ისეთი არაფერი არ არის, რომ ატყდეს გაწევ-გამოწევა. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ქოცების და ნაცების ერთმანეთის ზიზღის თემა და ეგ არის მიზეზი ამ ყველაფრის. ერთ რამეს ვიტყოდი, ეს ქოცებიც და ნაცებიც ცოტა აზრზე მოვიდნენ და შერიგებაზე და ერთმანეთის სიყვარულზე ვიფიქროთ და აფხაზებზე შემდეგ ვისაუბროთ” – განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, “იარე ლიზას” რუსული პროპაგანდა უწოდა.
ფილმის შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ: "ფილმის "იარე ლიზას" გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით, გამოიყო 1 740 690 ლარი".
ფილმს გამოეხმაურა მინისტრი თეა წულუკიანიც: "ფილმი "იარე ლიზა" ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან".
0
0