04/11/2021
12:54
სხვადასხვა
“საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳
თქვენგან რამდენიმე კილომეტრში საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს უკვე 35-ე დღეა. ნუთუ ჯაბა იოსელიანის სიცოცხლეზე მეტი არ ღირს მიშას როლი თქვენს გაძლიერებაში (სამწუხაროდ) და ქვეყნის ისტორიაში. ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით. ზვიადისთან დაშვებული შეცდომები სამეგრელომ დიდხანს არ გაპატიათ და ამჯერად მთელი ქვეყნის რეაქციას მიიღებთ. დროა იმოქმედოთ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა” – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, 20 წლის წლის წინ ილია მეორემ ჯაბა იოსელიანს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა:
“ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი. ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართველოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება…. და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი-მეთქი, მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და მე რომ შიმშილი შევწყვიტო, რას იტყვის, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს. ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი. ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი. ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო.
სრულიად საქართვეელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2001 წ.”
0
0