10/03/2024
00:17
კონფლიქტები
“ეს ჩვენი აგრესიული იზოლაციის მცდელობაა” - აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო გერმანიის საგარეო უწყების რეკომენდაციაზე
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არ იმოგზაურონ ოკუპირებულ აფხაზეთში, მანიპულაციას უწოდებს.
“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამგვარ პუბლიკაციებს რესპუბლიკის აგრესიული იზოლაციის მცდელობად აფასებს, რომელიც პასუხად მოჰყვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნას” - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
დე ფაქტო სამინისტრო აცხადებს, რომ “დასავლური ორგანიზაციების მხრიდან ფარულ მანიპულაციებზე რეაგირებისთვის” ყველა ზომას მიმართავს.
“ჩვენს მოქალაქეებს კი, რომელთაც ჯერ კიდევ არ შუეწყვეტიათ მათთან ურთიერთობა, დაჟინებით ვურჩევთ, ეს სწორედ ახლა გააკეთონ”, - წერია განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი მოქალაქეებისთვის 9 მარტს გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომლითაც უსაფრთხოების რისკების გამო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024