“დევი ტაბიძე, რომელ კვლევაში იყო ჩემი შვილი? გარდაცვალების კვლევაში?!” – გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა
07/10/2021
17:36
სამართალი
A-
+A
პოსტკოვიდური გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა, იურისტი, გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, დევი ტაბიძეს მიმართავს.
„აქედან მოგმართავ, დევი ტაბიძე, ამ ტელეფონით გელაპარაკეთ, როდესაც ჩემ შვილს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ და თქვენი კომენტარის შემდეგ, როდესაც თქვენ ახსენეთ საშუალო სიმძიმის პაციენტიაო და კვლევაში არისო…
ვსვამ კითხვას, რომელ კვლევაში იყო? გარდაცვალების კვლევაში?! მისი კომენტარის შემდეგ ჩემი შვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“,- ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
ოჯახი ითხოვს ვიდეოკადმერების ჩანაწერების ამოღებას, მამის თქმით, მას უთხრეს, რომ კამერები გამოსულია მწყობრიდან და ჩანაწერები არ არის.
0
0
101182
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%