19/09/2023
23:16
ეკონომიკა
მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, - ამის შესახებ Busines Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ საქართველო და შესაბამისად, საბანკო სისტემა რაიმე ფორმით მაინც გამოიყენებოდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილად და საშუალებად. განცხადებიდან ჩანს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ კოორდინაციაში იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
ცხადია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მოქმედება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს და ამავდროულად, არანაირი ეჭვის საფუძველი არ იყოს სანქციებიდან თავის არიდების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ეროვნულ ბანკის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ყველა პოტენციური რისკი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
0
0