17/01/2024
23:00
მედიცინა
“არ ინერვიულოთ, მშობლებო. 2 წლიდან 6- წლამდე ჩვენი პატარები ვირუსებთან ურთიერთობის და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების აქტიურ ფაზაში არიან, უნდა გაიცნონ და მერე შექმნილი იმუნური მეხსიერების წყალობით მარტივად გაუმკლავდნენ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა…”– წერს სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
ექიმი მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
“თქვენი წუხილიც მესმის, მაგრამ ისევე, როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ, ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია! ერთის მხრივ, ბოროტები არიან ეს პათოგენები, მაგრამ მეორეს მხრივ ზრუნავენ იმუნიტეტის მდგრადობაზე, ცოტა ნამეტანი კი მოსდით,მაგრამ მაინც! მთავარია არ დაისტრესოთ, რაც უფრო მედგრად შეხვდებით და დაუცაცხანებთ, მით უფრო მარტივად დატოვებენ ორგანიზმს! სტრესული გარემოს და ცუდი გუნება-განწყობის მოყვარულები არიან მიკროორგანიზმები, ხალასი და ბედნიერი ადამანების აუტანლობა ჭირთ! დაიცავით ჰიგიენური ეტიკეტი, კარგად იკვბეთ, წყალი სვით ბევრი, ძილი მოიწესრიგეთ, ფიზიკურ აქტივობას არ მოერიდოთ, შეძლებისდაგვარდ იხალისეთ და შეუქმენით პოზიტიური სამყარო პაწუკებს მიყვარს ბავშვები და ვეთაყვანები ყველას, ვისაც მათზე ზრუნვა ძალუძთ” – წერს ინგა მამუჩიშვილი
0
0