03/12/2022
14:05
მედიცინა
კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა.
გიული ალასანია ამერიკელი ექიმის სკანდალურ დასკვნას, რომ ტოქსიკური აგენტები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ნამდვილად აღმოაჩინეს ეჭვქვეშ არ აყენებს.
ალასანია ადვოკატების მსგავსად, იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ჩატარებული კვლევით ვერ დადგინდება, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული მძიმე მეტალით.
„ბევრმა გამოცდილმა ექიმმა გამოთქვა ეს ვარაუდი, რომ ხომ არ არის მოწამვლა? ეს ანალიზი გაკეთდა კალიფორნიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაცია გააკეთა ძალიან ცნობილმა ტოქსიკოლოგმა. ახალა ძალიან სასწრაფოა, დეტოქსიკაცია უნდა მოხდეს.
მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ძალიან მოდუნებული იყო, ძალიან უსიცოცხლოდ იყო. ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0