06/02/2025
14:32
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/zarquaaaaa.png)
დღეს ყველას, ვისაც შეუძლია - დაგაბრალებენ, შეგითითხნიან, შექმნიან რაღაც ისტორიას და მერე თავი უნდა იმართლო - კონკრეტული მაგალითია ჩემზეც, აბუ-დაბის ამბებზე - რომ იყოს ბრიტანული კანონი, სადაც არის ფაქტებზე დაყრდნობით და სიმართლე, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ, შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “მედიის კანონზე” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სურთ, რომ მედიაში კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტები იყოს.
„დღეს ყველას, ვისაც შეუძლია - დაგაბრალებენ, შეგითითხნიან, შექმნიან რაღაც ისტორიას და მერე თავი უნდა იმართლო. კონკრეტული მაგალითია ჩემზეც, აბუ-დაბის ამბებზე:არ გახსოვთ ოპო-მედიაში, პოლიტიკური ორგანიზაციის მედიები რომ არის, დაწყებული “ტვ პირველი”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” მე გამასამართლეს - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს… რომ იყოს ბრიტანული კანონი, სადაც არის ფაქტებზე დაყრდნობით და სიმართლე, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა, როგორც ბრიტანულ კანონმდებლობაშია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტები და შესაბამისად, მოვუხმობთ ბრიტანულ კანონს და გადმოვიტანთ”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფენ ისინი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზარქუამ უპასუხა, რომ ისინი მხოლოდ ამაზე არიან აქცენტირებული.
“სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე - ამაზე ვართ მხოლოდ აქცენტირებული. როგორც ჩანს, ამაზეა აქცენტირებული ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც”, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.
მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
0
0