06/02/2025
14:37
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს - ცვლილებების მიზანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული.
ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება და აღნიშნულია, რომ ეს კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა და ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია.
„შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები კოდექსში ასევე დაჩქარებული წესით შევიდა 2024 წლის დეკემბერში.5 აღნიშნულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს“, - ნათქვამია შეფასებაში.
შეფასება სრულად იხილეთ აქ.
0
0