ზელენსკიმ მოლდოვაში ელჩად პაუნ როგოვეი დანიშნა
08/02/2025
15:23
მსოფლიო
A-
+A
![main-img](https://spnews.io/storage/files/rogovei.jpg)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პაუნ როგოვეი დანიშნა. ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პაუნ როგოვეი მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, ის იყო პასუხისმგებელი, კიშინეუსთან კოორდინაციით, არაღიარებულ დნესტრისპირეთთან კონტაქტებზე.
ცნობისთვის, გასული წლის მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლდოვაში ელჩად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივანს, ალექსეი დანილოვს ნიშნავდა.
0
0
37
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%