ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეჩერება სწორი გადაწყვეტილება იყო - ერდოღანი მაკრონს ტელეფონით ესაუბრა
08/02/2025
18:58
მსოფლიო
A-
+A
![main-img](https://spnews.io/storage/files/erdogani%20makroni.png)
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ინფომაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაცია წერს, მაკრონთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეჩერება სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეჩერება ძალიან სწორი იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში სანქციების სრულად გაუქმება და დაადასტურა სირიის მხარდაჭერის გაგრძელება.
ლიდერებმა ასევე განიხილეს თურქეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.
0
0
49
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%