05/02/2025
20:37
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%989.jpg)
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ვიზიტიც გამოიყენება იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს განხილული საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.
„პრიორიტეტი არის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. პოზიტიურად, უმაღლეს დონეზე ფასდება ის ურთიერთობები, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის, თუმცა ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ არის პოტენციალი, შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მიმართულებებით დღეს ერთობლივად გამოიხატა მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყაზახურ მხარესთან და უფრო მეტად წინ წავწიოთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებადობის პროექტები, რაც უკავშირდება საქართველოს გავლით სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც გამოყენებული არის და იქნება იმისთვის, რომ სწორედ ამ საკითხებზე იყოს საუბარი ყაზახურ მხარესთან, თუ როგორ შეიძლება, გავაღრმაოთ ურთიერთობები და უკეთ გამოვიყენოთ ის კავშირები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, რათა უკეთესად იყოს წარმოჩენილი საქართველო დაკავშირებადობის პროექტებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0