30/01/2025
15:31
მსოფლიო
უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, კითხვაზე, სჯერა თუ არა უკრაინის დაყოფის, რუმინელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა დადებითი პასუხი გასცა.
„100%-ით. ასე იქნება, სხვა გზა არ აქვთ. რაღაც მსგავსი გარდაუვალია. უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა. ეს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა“, - განაცხადა კალინ ჯორჯესკუმ.
მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე პრეტენზია შესაძლოა რუმინეთსაც ჰქონდეს.
„სამყარო იცვლება, საზღვრები იცვლება, მეტიც, თუ საზღვრები შეიცვლება, ჩვენ სად ვიქნებით? ჩრდილოეთ ბუკოვინა - ინტერესი გვაქვს. ასევე, ზაკარპატია. უნგრელებიც არიან, ლვოვი პოლონელებს დარჩებათ და მალოროსია“, - აღნიშნა ჯორჯესკუმ.
ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.
რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
0
0