31/01/2025
00:01
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ქვეყნის საგარეო დახმარების პოლიტიკას.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკის საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს.
„ამერიკის საგარეო დახმარება არ უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო დახმარების მოქმედი მექანიზმები ხელს უწყობს საერთაშორისო არასტაბილურობას და უცხოურ ქვეყნებში ავრცელებს იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგება შიდა და საერთაშორისო ჰარმონიას.
ახალი პოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ სრულად შეესაბამებოდეს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
0
0